პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს შეხვდა.
ჯეიმს ჰიპთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა.
შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები.