27 დეკემბერი 2024,   00:37
ვრცლად
145 წყვილი ფეხსაცმელი პარლამენტის წინ - რუსთაველზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ახლა 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი აწყვია, ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას სწორედ ამდენივე ბავშვი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა თაობის ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაგეგმეს აქცია-პერფორმანსი, რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილი იყო 119 ბავშვი, დღეისთვის კი მათ მოუწიათ 26 ფეხსაცმლის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის მდუმარე, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე  ხმამაღალი გამოხატულება იმისა, რომ პუტინის რეჟიმი კლავს. 

"ერთი კვირის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ ფიქრი მაშინ იყო ასულ 119 ბავშვი გარდაცვლილი და დღეს 1 კვირის თავზე, როდესაც აქ ვდგავართ 145 ბავშვია გარდაცვლილი, შესაბამისად 145 წყვილი ფეხსაცმელი დევს აქ. ეს ფეხსაცმელები, რომლებიც აქ დავალაგეთ მგონია, სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი ომიც არის,"-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ეკა ქადაგიშვილი.  

"მძიმე განცდაა, როდესაც ჯავშანტექნიკა კალიებივით ესევა შენს ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს მეგობრების მხარდაჭერა. ამიტომ უკრაინელებმა ეს აქცია, ვფიქრობ, უნდა აღიქვან ჩვენი, როგორც ძალიან ხმამაღალი პროტესტი და მხარდაჭერა,"-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ირმა ნადირაშვილი.

აქცია რუსთაველის გამზირზე საათზე მეტია მიმდინარეობს.

დღის ამბები