საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი დიმიტრის ავრამოპულოსს. ყოფილ ევროკომისარს საპატიო ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის გადასცა.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 28 მარტს ზუსტად 5 წელი შესრულდა.