რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს მრჩეველები დეზინფორმაციას აწვდიან, რადგან მისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სიმართლის თქმის ეშინიათ, BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
ამავე დროს, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინაში დემორალიზებულები არიან, ეკიპირების დეფიციტი აქვთ და ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობენ.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ პუტინს არც ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენის შესახებ აქვს სრული ინფორმაცია. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ქეით ბედინგფილდის ინფორმაციით, პუტინსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება.
"პუტინის ომი იყო სტრატეგიული შეცდომა, რამაც რუსეთი ხანგრძლივი დროით დაასუსტა და მსოფლიოსგან სრულიად იზოლირებული დატოვა," - განაცხადა ბედინგფილდმა.