16 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
"უკრაინის მშვიდობა ბევრად ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი შეთანხმება რუსეთთან, ნებისმიერი ბარელი რუსული ნავთობი" - ზელენს​კიმ ბელგიის პარლამენტს მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს სამხედრო დახმარებას და სანქციების დაწესებას სთხოვს. უკრაინის პრეზიდენტმა ბელგიის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

"ბელგია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თავდაცვის მიმართულებით დაგვეხმარა, ეს არის ისტორიული მომენტი. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. ბელგიას, როგორც სახელმწიფოს და ევროპის გულს, შეუძლია სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც შთააგონოს, გააკეთონ მეტი უკრაინისთვის. დაგვეხმარეთ ოკუპანტების განდევნაში. უკრაინის მშვიდობა ბევრად ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ძვირფასი ნივთი, ნებისმიერი შეთანხმება რუსეთთან, ნებისმიერი რუსული გემი ევროპის პორტებში, ნებისმიერი ბარელი რუსული ნავთობი. ჩვენი დამცველები იმსახურებენ, ევროპულმა კომპანიებმა შეწყვიტონ ფულის გამომუშავება მათგან, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ისინი იმსახურებენ იმის ცოდნას, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. თუ ისინი წააგებენ, თუ წააგებს მარიუპოლი ან უკრაინის სხვა რომელიმე ქალაქი, ევროკავშირი არ იქნება ძლიერი," - განაცხადა ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტისადმი მიმართვის დროს.

დღის ამბები