18 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

თეა ახვლედიანმა შეხვედრებისას ყურადღება გაამახვილა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

მინისტრმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, მონაწილეობა მიიღო შტატები-ევროკავშირი-საქართველოს სამმხრივი დიალოგის შეხვედრაში. ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოსა და ამერიკის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

დღის ამბები