04 მაისი 2024,   13:26
ვრცლად
ავსტრალია კიევს ბუშმასტერის ჯავშანტექნიკას უგზავნის 

ავსტრალია უკრაინაში ბუშმასტერის ჯავშანტექნიკას გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერი აცხადებს.

"ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს. და გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებსაც," - თქვა მორისონმა.

ამ გადაწყვეტილებას კი წინ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა უძღოდა, რომ ავსტრალია უკრაინას ჯავშანმანქანებით დახმარებოდა.

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები კი უკრაინაში მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ლეტალური დახმარება მოიცავს უფრო შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, საბრძოლო მასალას და უფრო მეტ საზენიტო იარაღს.

დღის ამბები