სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ჩოხატაურში. სამოქალაქო აქტივისტები "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. სულ მალე ჩოხატაურში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა იგეგმება, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.
პრორუსული ძალის წარმომადგენელი, სოსო თოხაძე, რომელიც ამ ოფისს უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ მათ ადგილზე ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და ოფისს აუცილებლად გახსნიან.
"მინდა მოვუწოდო ჩოხატაურლებს, ამ ოფისში არ გაწევრიანდეთ, ეს არის დანაშაული ჩოხატაურის, გურიის და საქართველოს წინაშე," - აცხადებს ადგილობრივი აქტივისტი.