20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პესტიციდებით და აგროქიმიკატებით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგებისა და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.

შეხვედრას აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 20-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

დღის ამბები