ბუჩაში განხორციელებულ რუსი ოკუპანტების წარმოუდგენელ სისასტიკეს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.
"ქართული წარსულიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული," - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.