16 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით ბუჩაში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს გმობს. უწყების განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ომის დანაშაულებში მონაწილეობდა.

"მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით" - ნათქვამია ტექსტში.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.

დღის ამბები