16 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს - დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა

ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს - დავით ზალკალიანის ნაცვლად საგარეო უწყებას ამიერიდან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

ზალკალიანს ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტი თითქმის 4 წლის განმავლობაში ეკავა.

რაც შეეხება ილია დარჩიაშვილს - მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი.

 

დღის ამბები