27 აგვისტო 2026,   23:32
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ძირითადი ვიზები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები

როდესაც გადაწყვეტ, რომ სხვა ქვეყანაში გადახვიდე საცხოვრებლად/სამუშაოდ,
მნიშვნელოვანია შეისწავლო არა მხოლოდ ადგილმდებარეობა და გაითვალისწინო მეგობრის
რჩევა, აუცილებელია მოიკვლიო და გაერკვე იმ ბიუროკრატიებსა და კანონებში, რაც
კონკრეტულ ქვეყანას ემიგრანტებისთვის აქვთ დაწესებული.

როგორც იცით, დიდ ბრიტანეთში ტურისტულად წასვლის დროსაც კი, განსხვავებით
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, გიწევთ ვიზის აღება. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტთ
ესტუმროთ დიდ ბრიტანეთს, მნიშვნელოვანია იცოდეთ ემიგრანტის უფლებები და
შესაძლებლობები.

აღნიშნული სტატია ერთგვარი გზამკვლევია თქვენთვის. აქ თავმოყრილია ის ძირითადი
ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ როცა დიდი ბრიტანეთის ვიზის აღებას გადაწყვეტთ.
სტატიასთან დაკავშირებით კონსულტაცია ბრიტანეთში, ლონდონში არსებულ იურიდიულ
კომპანია Lawlex solicitorsთან გავიარეთ, შესაბამისად გთავაზობთ მათგან რეკომენდირებულ რჩევებს.

დიდ ბრიტანეთში წასვლამდე აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ თუ რა ტიპის ვიზის აღება გსურთ. რაც დაგეხმარებათ და გაგიმარტივებთ შემდგომი პროცესების დაგეგმვას.
ძირითადი არის რამდენიმე ტიპის ვიზა, ესენია:

● სამოგზაურო
● ოჯახის
● სამუშაო
● სასწავლო

თუ გაქვთ სურვილი ესტუმროთ დიდ ბრიტანეთს განაცხადი უნდა შეიტანოთ სტანდარტულ სტუმრის ვიზაზე, რომელიც 6 თვემდე ვადით განისაზღვრება. აღნიშნული ვიზის გამოყენება შეგიძლიათ:

● დასასვენებლად, ან ოჯახის და მეგობრების სანახავად;
● ბიზნეს შეხვედრებისთვის;
● მოკლევადიან კურსებზე სასწავლებლად;

სტანდარტული სტუმრის ვიზის მიღების შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ ქვეყანაში მუშაობის
უფლება.

მოგზაურის ვიზა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, ბრიტანეთში
სამოგზაუროდ, ერთი დღის დაყოფის შემთხვევაშიც საჭიროა ვიზის აღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გსურთ იმოგზაუროთ დიდი ბრიტანეთის გავლით სხვა ქვეყანაში.

სასწავლო ვიზა

სასწავლო ვიზის მიღების შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება კურსის ხანგრძლივობას, ადგილმდებარეობას და სწავლის ტიპს.

სტანდარტული სტუმრის ვიზის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აიღოთ და ისწავლოთ 6 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის კურსებზე. არსებობს, ე.წ მოკლევადიანი სასწავლო ვიზა, რომელზე განაცხადითაც ინგლისური ენის შესასწავლად შეგიძლიათ ბრიტანეთში წასვლა. ამისათვის კი შეგიძლიათ მიიღოთ 6დან 11 თვემდე ხანგრძლივობის ვიზა.

რაც შეეხება სტუდენტურ ვიზას, მასზე განაცხადს გრძელვადიან კურსებზე/სასწავლო
პროგრამებზე ჩაბარების დროს აკეთებთ. ამ შემთხვევაში თქვენ უკვე უნდა გქონდეთ
განაცხადის დასტური უნივერსიტეტისგან ან კოლეჯისგან, ჩარიცხვის შესახებ.
რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ვიზის მიღების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ იმუშაოთ კიდეც, გარკვეულ სამსახურებში.

არსებობს სკოლის მოსწავლის ვიზა, რომელიც 4დან 17 წლის ბავშვებზე გაიცემა და მათაც
მსგავსად სტუდენტური ვიზის მფლობელებისა, შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კიდეც.

ოჯახის წევრის ვიზა

თუ თქვენი ოჯახი წევრი არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, შესაძლებლობა გაქვთ გააკეთოთ განაცხადი ოჯახის წევრის ვიზაზე და მოითხოვოთ ბრიტანეთის ვიზა. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი მოქალაქე ოჯახის წევრის დახმარება ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

გარკვეული დროის შემდეგ კი ბრიტანეთში ყოფნის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიტანოთ ILR ვიზაზე განაცხადი და დარჩეთ საცხოვრებლად უფრო მეტი ხნით.
აღნიშნული ვიზით სარგებლობა შეუძლია:

● პარტნიორს ან მეუღლეს;
● 18 წლამდე ახალგაზრდის მშობელს.

ოჯახის ვიზაზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, მაშინაც თუ თქვენი ოჯახის წევრი 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ 6 თვიანი ვიზით, იცხოვროთ, ისწავლოთ და იმუშაოთ დიდ ბრიტანეთში.

გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების ნებართვის მიღების სხვა გზები

არსებობს შემთხვევები, როდესაც ვიზის მიღება შეგიძლია არა ახლო ნათესავის ან ოჯახის
წევრის მოქალაქეობიდან გამომდინარე, არამედ წინაპრების მეშვეობით. თუ თქვენი ბებია-ბაბუა იყვნენ/არიან ბრიტანეთის მოქალაქეები, თქვენ საშუალება გაქვთ განაცხადი გააკეთოთ სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით, მეტიც თუ სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებთ, შეიძლება მიიღოთ სრულყოფილად ცხოვრების უფლებაც.

არსებობს კიდევ ბევრი ტიპის ვიზა და მისი შემადგენელი კრიტერიუმები, რასაც უნდა
აკმაყოფილებდეთ დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად. მაგრამ, პირველ რიგში წინასწარ
აუცილებლად უნდა განსაზღვროთ რა სტატუსით გსურთ აღნიშნულ ქვეყანაში წასვლა.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Lawlex Solicitors-ის ონლაინ კონსულტაციის მომსახურება და მიიღოთ რჩევები თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

მათი დახმარებით მარტივად, სწრაფად და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეგიძლიათ
გაიაროთ ყველა პროცედურა და დაელოდოთ თქვენი კუთვნილი ვიზის მიღებას. მათი სერვისების და ლოიალური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას მარტივად იპოვით.

სხვადასხვა ადგილას, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე ზოგადად ინტერნეტ სივრცეში.
LawLex Solicitors აქვს ინოვაციური მიდგომა ასეთი ტიპის საკითხებისადმი და ამასთან
გააჩნია საუკეთესო რეპუტაცია სამართლებრივ საკითხებში დიდ ბრიტანეთში. თანაც კომპანიის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ქართველი იურისტი/solicitor რუსლან უღრელიძეა, რომელიც უკვე წლებია რაც სამართლებრივ პრაქტიკას ინგლისსა და უელსში ახორციელებს.

მისი ძირითადი სპეციალიზაციაა: სამოქალაქო სამართალია, მუშაობს როგორც საარბიტრაჟო, კომერციული დავების საკითხებზე აგრეთვე საემიგრაციო და ექსტრადიციის სამართალში. ის რეგულარულად თანამშრომლობს მნიშვნელოვნად დიდ კომპანიებსა და კორპორაციებთან და გასცემს იურიდიულ რჩევებს, მათ შორის არიან კომპანიები, როგორც სილიკონ ველიდან, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, რომ წარმოადგინონ კომპანიები დიდ ბრიტანეთში.

აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტთ დიდ ბრიტანეთში წასვლას, აუცილებლად ჩანიშნეთ
პირველადი კონსულტაცია მათ წარმომადგენელთა, რომ მარტივად გაერკვეთ საკითხებში.

(R)

დღის ამბები