16 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
კახა კალაძე: ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა

თბილისის მერი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მის თქმით, არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელ ვითარებას, რაც ბუჩაში ხდება, - ამის შესახებ კახა კალაძე Twitter-ზე წერს.

"ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!"- წერს კახა კალაძე.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად ნაწამები ცხედრები იპოვეს.

 

დღის ამბები