04 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს

ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს. გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ სწორი იყო მისი გადაწყვეტილება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, როდესაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას. ამასთანავე, მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომ შეწყდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში.

"იმ სისასტიკის ფონზე, რასაც ვხედავთ ბუჩასა და უკრაინის სხვა მხარეში, ფედერალური მთავრობის და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობას, დაიჭიროს უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია, დაასრულოს ბარბაროსობა და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, აქვს ყოფილი კანცლერის სრული მხარდაჭერა" - ამბობს მერკელის პრესსპიკერი.

უკრაინის პრეზიდენტმა მერკელი და სარკოზი ცოტა ხსნის წინ ბუჩაში მიიწვია, რომ თავად ნახონ რა შედეგი მოაქვს როდესაც რუსეთთან დათმობის პოლიტიკა გაქვს.

დღის ამბები