უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს,"- წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.