16 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს​

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადება მიმდინარე კვირას არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯეიკ სალივანის ცნობით, აშშ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციას ახორციელებს. მისი თქმით, განიხილება სანქციების ყველა სპექტრი, მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ვარიანტები.

"ვიდრე მე აქ ვდგავარ, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მაღალჩინოსნებთან ევროპის მთავარ დედაქალაქებში, ისევე, როგორც ბრიუსელში, სანქციების სრულ სპექტრთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციების ან ზეწოლის ვარიანტების ჩათვლით. მე არ ვაპირებ ამის განხილვას ამ ტრიბუნაზე. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას დანარჩენ ევროკავშირთან ერთად," - განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თქმით, უახლოეს დღეებში აშშ ასევე გამოაცხადებს უკრაინისთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას.

ამასთან, ჯეიკ სალივანის თქმით, ამჟამად რუსეთი ძალების გადაჯგუფებას ახორციელებს, რათა შეტევითი ოპერაციის კონცენტრაცია უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით მოახდინოს.

ამასთან, ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტმა ბაიდენმა ომის დანაშაული უწოდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მალე გამოაცხადებს.

 

დღის ამბები