კარლ ჰარცელი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, ეს ორგანიზაციის კვლევის ცენტრის დასკვნაა და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს : "მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში", განაცხადა დიპლომატმა:
"ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში. ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იცით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმაც წამოწია, ისევე როგორც მე აქ. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით," - განაცხადა ჰარცელმა.
ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.