სულ მალე თბილისს, ორი ახალი გამწვანებული სკვერი შეემატება - 5 ჰექტარ ტერიტორიაზე დასასვენებელი, რეკრეაციული და სპორტული აქტივობებისთვის სივრცეები მოეწყობა და დამონტაჟდება ატრაქციონები.
ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა. ორივე სკვერი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, მათი რეაბილიტაციისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.