20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას 7 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

7 აპრილს, თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, ზესტაფონის და წიწამურის ქუჩების  მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აბუსერიძე-ტბელის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის,  სოფელი ფონიჭალის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის  I, II, III ქუჩების, ფაბრიკის, გორგასლის, ნიშნიანიძის, გულუას, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის, გრიშაშვილის, ისპაჰანელის და თელეთის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.

დღის ამბები