16 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
ვიცით რა წნეხის ქვეშაა და როგორი მოწყვლადია ახლა საქართველო, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, ასევე მხარს ვუჭერთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი 

რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის პირველი სესია დაიწყო. ალიანსის გენერალური მდივანი პარტნიორებს ხვდება. მანამდე შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა მედიის კითხვებს უპასუხა. მედიამ შეკითხვა დაუსვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ კანადა ისევე როგორც NATO მხარს უჭერს საქართველოს და ღია კარის პოლიტიკას.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის რაც უკრაინაში მოხდა შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნებშიც.

"კანადა მოელის ამ შეხვედრიდან რომ გავაგრძელებთ წნეხს რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ სანქციებზე პუტინის და მისი ოლიგარქების წინააღმდეგ. ამ შეხვედრებზე მხარს დავუჭერ ჩვენს პარტნიორებს. ვხედავთ რომ მსოფლიო ძალიან საშიშ ადგილად იქცა, უნდა დავრწმუნდეთ რომ ამ დროს ჩვენ პარტნიორებს NATO სათანადო დახმარებას უწევს. კანადა და უკრაინა ახლოს არიან და მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ახლო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს მასთან. მხარს ვუჭერთ ასევე ღია კარის პოლიტიკას. ვიცით საქართველო რა წნეხის ქვეშ იმყოფება და როგორი მოწყვლადია ახლა მისი მდგომარეობა, ამიტომ კანადა საქართველოს გვერდზეა. ის რაც უკრაინაში მოხდა შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნებშიც. ალბათ გვახსოვს როგორ სკეპტიკურად უყურებდა საზოგადოება ჩვენი მხრიდან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაჩერებას, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. მათ არ ეგონათ არც ის რომ პუტინს სანქციები დავუწესებდით, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ," - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

დღის ამბები