სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, "ლენდ-ლიზი" აღადგინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა და რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
საკანონმდებლო აქტი, ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას. როგორც Politico წერს, "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის" აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.
ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული ტაქტიკა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.