16 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
უკრაინამ უნგრეთის მზადყოფნას რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს - "არამეგობრული აქტი" უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "არამეგობრული აქტი" უწოდა უნგრეთის მზადყოფნას რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს.

ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია, რუსეთის სასტიკი დანაშაულების ბრალდებებთან დაკავშირებით, აძლიერებს რუსეთის დაუსჯელობის გრძნობას და ახალისებს რუსეთს "ჩაიდინოს ახალი სისასტიკე უკრაინელების წინააღმდეგ".

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა გაიზარდა. არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვების შემდეგ, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთ "მოწინააღმდეგედ" მოიხსენია. ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორბანს ეშინია მოსკოვის და უნგრეთის პრემიერმა უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და "სხვა სამყაროს" შორის.

დღის ამბები