16 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მნიშვნელოვანია გვქონდეს ახლო კონტაქტი საქართველოსთან - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას.  

"პირველად დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრას. ჩვენთვის პატივი იყო მასთან შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გვქონდეს ახლო კონტაქტი საქართველოსთან და ასევე, ახალ მინისტრთან. ეს გამოხატავს ძალას და მნიშვნელობას საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ ურთიერთობა იმ პაკეტზე, რაზეც უკვე შევთანხმდით და უფრო მეტზე, რაც ეხება თავდაცვის კომუნიკაციებს. ჩვენ ვფიქრობთ, სამომავლოდ როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან.

სტრატეგიულ კონცეფციას რაც შეეხება, ეს მადრიდის სამიტზე იქნება გადაწყვეტილი, იმედს ვიტოვებ, რომ ნატოს კარი იქნება ღია ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან წნეხს,"  - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

დღის ამბები