16 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის 10% მაინც, რაც უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის 10% რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა - აცხადებს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის საჭიროებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ოფიციალურ კიევს სჭირდება მეტი იარაღი და უფრო თამამი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები ბრუნდებიან, ამ გამბედაობისთვის კი მათ მადლობას უხდის.

"მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის 10% მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე, საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. ვიწყებთ ახალ კამპანიას, რათა მსოფლიოს ვასწავლოთ, რომ იყვნენ უფრო გაბედულები, ისეთივე, როგორ უკრაინელები. პირველი შედეგები გვაქვს - ეს სანქციებს ეხება, რომელიც რუსეთს დაუწესეს, თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე შედეგები გვაქვს, რადგან რუსეთი არ ჩერდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, უფრო მეტი გაბედული სანქციაა საჭირო. გამბედაობა უნდა იყოს გადაწყვეტილებების შეფასების კრიტერიუმი. უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც მოგვცემს ბრძოლის ველზე გამარჯვების საშუალებას. ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე დიდი სანქცია.

სიახლეები გვაქვს დიპლომატიური ფრონტიდანაც, სადაც რუსეთი ეტაპობრივად მარცხდება. გაერომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში წევრობა შეუჩეროს. ეს სამართლიანი და ლოგიკურია. ეს გადაწყვეტილება ბრძოლის შედეგად დადგა. მადლობა იმ ქვეყნებს, ვინც ამას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია გვაქვს, რომ ოკუპანტები ცდილობენ თავიანი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ. დაღუპულების ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ. ოკუპანტები ცხედრებს ისე ექცევიან, როგორც დეკორაციებს. ეს პროპაგანდისტული რეკვიზიტია, რაც ცალკე ომის დანაშაულია. ისინი ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ. ჩვენ გამოვიძიებთ. ყველა მკვლელი ნაპოვნი იქნება, ყველა ვინც აწამებდა და ძარცვავდა, დაისჯება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 
დღის ამბები