NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.
"დმიტრო კულებასთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.