საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ტვიტერზე" კრამატორსკში ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და წერს, რომ ეს ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
"რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.
დიდება უკრაინას!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.