ავსტრიის კანცლერი დღეს რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. კარლ ნეჰამერი მოსკოვში, კიევსა და ბუჩაში ვიზიტის შემდეგ ჩადის.
სოციალურ ქსელში კანცლერი წერს, რომ ავსტრია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, თუმცა აქვთ მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით.
"ომი უნდა გაჩერდეს! საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტა და ომის დანაშაულების სრული გამოძიება," – წერს კარლ ნეჰამერი.