18 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
მთავარია არა ის, თუ ვინ წავა და როდის წავა უკრაინაში, მთავარია ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს - დავით უსუფაშვილი

ბუჩაში გამგზავრება თბილისში ისევ პოლიტიკური ბრალდებების საბაბია. ოპოზიცია უკრაინაში გამგზავრებას კვირის ბოლოსთვის აპირებს და ოპონენტებს მოუწოდებს იგივე გადაწყვეტილება მიიღონ ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

"დღეს მთავარია არა ის, თუ ვინ წავა და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, თუ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ბოროტებასა და სიკეთეს შორის ვდგავართ სიკეთის ანუ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მხარეს. ჩემი აზრით, სოლიდარობა ყველა შესაძლო ფორმით უნდა გამოვხატოთ, მთავარია ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 

"სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ წავიდნენ უკრაინაში. პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ასევე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავლენ უკრაინაში.

უკრაინაში გაემგზავრება უმრავლესობაც, თუმცა დელეგაციის შემადგენლობა უცნობია.

დღის ამბები