16 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას - არჩილ თალაკვაძე

მმართველ გუნდში უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას:

"ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და რასაკვირველია, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას. ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას და როგორც გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოსა და ჰააგაში, ეს გადაწყვეტილებები მხარდაჭერილი იყო," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის კრიტიკას უკრაინაში დელეგაციის ჩასვლის საკითხზე უარგუმენტოს უწოდებენ:

"როდესაც ნებისმიერი წარმომადგენელი, თუნდაც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა ხელისუფლების მიერ, რასაკვირველია ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის, ან ნებისმიერი ჩვენგანის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ შეურაცხყოფას და ბრალდებას ეხება საქართველოს მიმართ, გარკვეულ შავ ხვრელებში ძრომიალის თაობაზე. ეს კი, "ნაცმოძრაობის" ნარატივს წარმოადგენს. ამის ფონზე, გადაწყვეტილების მიღება ისე უნდა მოხდეს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ემოციურ ფონზე მიღებული, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ოფიციალურ პირს,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები