07 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
გადაკვეთა თუ არა რუსეთმა კიდევ ერთი წითელი ხაზი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით  - დასავლეთი მარიუპოლში მომხდარის გარკვევას ცდილობს

ღია მუქარა ვლადიმერ პუტინის მისამართით ცივილური სამყაროსგან. თუკი მარიუპოლში საოკუპაციო არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნალზე პასუხს უმკაცრესად აგებს. ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ გამოიყენეს თუ არა გუშინ რუსებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი - ზარინი.

ფაქტის დადგენა ჭირს, ვინაიდან, ჯერჯერობით, მთავარ მტკიცებულებად მხოლოდ სამი მოწამლული უკრაინელი სამხედროს შესახებ გავრცელებული ინფორმაციაა. შეუძლებელია მეტის გაგება, რადგან აზოვი ალყაშია, რუსეთი კი ტრადიციულად უარყოფს მსგავს უმძიმეს დანაშაულს.

უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლზე განხორციელებულ მომხდარი სავარაუდო ქიმიური დარტყმის შემდეგ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სრული ემბარგო დაუწესოს რუსულ ნავთობს. მაშინ, როდესაც უკრაინა გადარჩენას ცდილობს, დასავლეთი კი ომის დანაშაულებს იძიებს, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს რომ უკრაინაში მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებს და ტრადიციულად უარყოფს ყველა დანაშაულს რომელსაც რუსი ჯარისკაცები მისი ბრძანებით სჩადიან.

გადაკვეთა თუ არა აგრესორი ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთი წითელი ხაზი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მარიუპულში - ამის დადგენა ახლა დასავლეთისთვის ომის ახალი გამოწვევაა.

დღის ამბები