16 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დღეს შალვა პაპუაშვილს ტელეფონით დაუკავშირდება  

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში ისაუბრა. რუსლან სტეფანჩუკი ამბობს, რომ მან უკრაინაში ყველა პარლამენტის სპიკერი - მათ შორის შალვა პაპუაშვილი მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება ქვეყანაში.

რადას თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ის პაპუაშვილს ტელეფონით დაუკავშირდება და ვიზიტის ყველა დეტალს განიხილავენ. სტეფანჩუკმა ყველა იმ დელეგაციას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას აპირებს, მადლობა გადაუხადა. 

"მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ხვალ მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით," - ამბობს რუსლან სტეფანჩუკი

დღის ამბები