16 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ოპონენტების მოლოდინები, ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, გაცრუებულია - მიხეილ სარჯველაძე

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტში მკაფიოდ არის თემებზე საუბარი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებებს არ იძლევა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპონენტების მოლოდინები, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დარღვევაში ყოფილიყო მხილებული, არ გამართლებულა. 

"შესაძლებელია, გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა, უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის ვარაუდზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა თქმისთვის, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახეზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება "ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. "პოლიტიკური პატიმრობის" საკითხთან დაკავშირებითაც არის. ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები. სხვათა შორის, ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გურამ მაჭარაშვილი 

"ჩვენთვის ეს ანგარიში არის, ერთის მხრივ, ის, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული იყო ბევრი რეფორმა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მეორეს მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმითაც, რომ სამომავლოდ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენს გვაქვს საკმაოდ თანამშრომლობითი ურთიერთობა და გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დასკვნა სამომავლო ურთიერთობისთვისაც," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები