16 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნება - პარტია უკრაინაში "ქართულ ოცნებასთან" ერთად წასვლაზე უარს ამბობს

"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნება. პარტია პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე უარს ამბობს.

როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, პარტია უკრაინაში გამგზავრებას ოპოზიციურ დელეგაციასთან ერთად დაგეგმავს. 

"თუ ოპოზიციური დელეგაცია გადაწყვეტს ჩავიდეს უკრაინაში, ჩვენ ვიქნებით ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ დავგეგმავთ ამ დელეგაციას ძალიან მალე. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ არ არის მართებული "ქართულ ოცნებასთან" ერთად დელეგაციაში წასვლა და მონაწილეობა," - ამბობს ხატია დეკანოიძე.  

დღის ამბები