უკრაინაში წასვლის საკითხს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კამათი მოჰყვა. ტექნიკური შესვენების დროს, მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
"ქართული ოცნების" წევრი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა "ნაციონალური მოძრაობა" კიევში.
ყაველაშვილმა დეკანოიძეს უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუც გაახსენა, სადაც ოპოზიციონერმა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.