საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდეს:
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყონებლივ დაიწყო კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რომელთაც გადაეცათ აღნიშნული კითხვარი და ყველა უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადების საქმეში, რადგან რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ აღნიშნული კითხვარის მომზადება და ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება.
ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.