16 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
დელეგაციის შემადგენლობა არის წარმომადგენლობითი და ნაკლებად აინტერესებს ვინმეს მასში ენმ-დან ​ერთი ადამიანით მეტი იქნება თუ ნაკლები - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტისა და მოლოდინების შესახებ საუბრობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საომარ მდგომარეობაში მყოფი ხალხის მხარდასაჭერად ქართული დელეგაცია მიემგზავრება, რაც შეეხება ამ შემადგენლობაში ენმ-ს არ ყოფნას, მისი თქმით, ეს ფაქტი ნაკლებად საინტერესოა. 

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ, ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ. ჩვენ სოლიდარულები ვართ და ამ რთულ მომენტში ვდგავართ უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს არის მთავარი.

დელეგაციის შემადგენლობა არის წარმომადგენლობითი და მერწმუნეთ, დღეს ნაკლებად აინტერესებს ვინმეს "ნაციონალური მოძრაობიდან" თუ რომელიმე სხვა ფრაქციიდან ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლებია ამ დელეგაციაში. აქ თემა ეხება საქართველოს და თემა ეხება საქართველოს პარლამენტს და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები