2 საათში პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრება. კონსულტაციები შალვა პაპუაშვილთან დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან. სხვა დეტალები ზუსტდება.
დელეგაცია 9 წევრიანია, მასში შედის უმრავლესობის 3 და ოპოზიციის 5 წევრი. მათ შორის არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპელი სოციალისტების" წევრები, მათ ვიზიტზე უარი საკუთარი სურვილით თქვეს.