ცხრაკაციანი დელეგაცია კიევში უკვე გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის სამი და ოპოზიციის ოთხი დეპუტატი უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად ჩადიან. ვიზიტის დეტალები წინასწარ ცნობილი არ არის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში უკრაინელების გვერდში დასადგომად მიდიან.
"ჩვენ მივდივართ, რომ ჩვენს მეგობრებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ და გვერდში დავუდგეთ. ეს არ არის პარტიული ვიზიტი და სწორედ ამიტომაა სიანტერესო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი გაიმიჯნა. იქნება თბილი და მეგობრული ვიზიტი. უხარიათ, რომ ეს ინტერპარტიული დელეგაცია იქ ჩადის,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.