26 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს, სუს-ს აქვს კონკრეტული ინფორმაციები - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე სუს-ს აქვს კონკრეტული ინფორმაციები და როდესაც საჭირო იქნება სწორედ ამის შემდეგ გაიგებს დეტალებს საზოგადოება.

"მინდა ვთქვა, რომ არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ. შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, მაგრამ მინდა ერთი რამ ყველამ იცოდეს, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა. არავის მივცემთ უფლებას რომ პროვოკაცია მოაწყონ, ქვეყნის შიგნით ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

რაც შეეხება პროვოკაციას, ამის თაობაზე სუს-ს აქვს კონკრეტული ინფორმაციები და როცა საჭირო იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ ეცოდინება ეს საზოგადოებას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები