16 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რუსეთთან მოლაპარაკებებში მარიუპოლი შესაძლოა "წითელი ხაზი" იყოს - დმიტრო კულება

უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების გააქტიურების შესაძლებლობაზე საუბრობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. CBS-ის ეთერში დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას ელის.

ამასთან, უკრაინის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მარიუპოლი შესაძლოა იყოს "წითელი ხაზი" რუსეთთან მოლაპარაკებებში. კულებამ ყურადღება გაამახვილა ჯო ბაიდენის კიევში შესაძლო ჩასვლის მნიშვნელობაზე.

"მარიუპოლში ვითარება მძიმეა, ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და სამოქალაქო პირების დიდი ჯგუფი ძირითადად რუსული ძალებით არიან გარშემორტყმული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ როგორც ჩანს, რუსულმა არმიამ ნებისმიერ ფასად ქალაქის მიწასთან გასწორება გადაწყვიტა.

ბოლო კვირებში რუს დიპლომატებთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონტაქტი არ გვქონია. კონტაქტის ერთადერთი დონე არის მოლაპარაკების ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებისა და პარლამენტის წევრებისაგან. მათ შეუძლიათ განაგრძონ კონსულტაციები ექსპერტების დონეზე, მაგრამ მაღალი დონის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ბუჩას შემდეგ განსაკუთრებით გართულდა რუსებთან საუბრის გაგრძელება, მაგრამ როგორც ჩემმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მარიუპოლი შეიძლება იყოს წითელი ხაზი," - განაცხადა დმიტრო კულებამ.


დღის ამბები