ვაშინგტონში კიევის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე
სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს შორის.
ვოლოდიმირ ზელენსკი კრისტალინა გეორგიევას უკრაინის ფინანსურ სტაბილურობასა და ომის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებს მკაფიო გეგმა აქვთ და მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.