16 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ღალატის ბრალდებით დაკავებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი მედვედჩუკი, მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებში საკუთარი თავის გაცვლას ითხოვს

უკრაინაში ღალატის ბრალდებით დაკავებული, პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკი მიმართავს და მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებში საკუთარი თავის გაცვლას სთავაზობს.

"მინდა მივმართო პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მაცხოვრებლებსა და ქალაქის დამცველებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დატოვონ" - აცხადებს მედვედჩუკი საკუთარ ვიდეომიმართვაში. 

პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. 

დღის ამბები