16 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა სანქციებს გვერდი აუაროს - პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს. 

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება, ამიტომ ამ კუთხით, "რაიმე პრეტენზიები არ არსებობს".

"გაფართოებულ შეხვედრაზე ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ ხაზგასმით აღნიშნა მადლიერება იმ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. 

პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქაც სხვათა შორის კარგია, რომ ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა იქ თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები, სადაც შეიძლება, იყოს. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, უკვე პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი - რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

დღის ამბები