05 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
"აზოვი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ კონტრშეტევაზე გადავიდნენ

მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება - "აზოვის" პოლკი საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ რომ მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 

უკრაინაში სარაკეტო თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. მარიუპოლის პარალელურად,  ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ქალაქი კრემენნაია, ლუჰანსკის ოლქი. რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქალაქში დღეს შევიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მათ უკვე შეძლეს ქალაქზე კონტროლის დამყარება. ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.

დღის ამბები