თბილისში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა - აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.
ამ წუთებში მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან მართავს. აუდიენციის შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.