03 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
"გევედრებით გააკეთეთ რამე, გაგვიყვანეთ აქედან, უკვე ტირილის ძალაც აღარ არის..." - მოქალაქეები მარიუპოლის თავშესაფრიდან შველას ითხოვენ 

ბრძოლა გრძელდება მარიუპოლისთვის - მთელი ღამე საპორტო ქალაქზე ინტენსიური საჰაერო და სარაკეტო შეტევა მიმდინარეობდა - მათ შორის რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მეორედ გამოიყენეს "აზოვსტალის" ქარხნის გასანადგურებლად სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-22". აქ გამაგრებულია ცნობილი აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ბრიგადა. მათთან ერთად ქარხანას თავს აფარებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ადგილობრივები შველას და ევაკუაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ ბავშვები მშიერია და საარსებო საშუალებები არ გააჩნიათ.

"დავკარგეთ სახლები და საარსებო საშუალება. ჩვენ გვინდა ნორმალურად და მშვიდად ვიცხოვროთ. გვინდა აქედან გავიდეთ. ბევრი ბავშვია ნახევრადმშიერი. ჩვენ შვილებს უნდათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. გააკეთეთ რამე, შეაჩერეთ ეს, გაგვიყვანეთ აქედან, გევედრებით, ვტირით, უკვე ტირილის ძალაც აღარ არის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები