აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი მსოფლიო ლიდერებთან ვიდეოკონფერენციაზე განიხილა. 9 ქვეყნის, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერები, გმობენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. მხარეები შეთანხმდნენ კონსულტაციების გაგრძელებაზე.
ნიუ ჰემფშირში ჩასვლისას ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში ის მეტი არტილერიის გაგზავნას გეგმავს, თუმცა არ იცის, ჩავა თუ არა თავად კიევში. მისივე განცხადებით, პუტინის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიოში გაზსა და სურსათზე ფასები მთელ მსოფლიოში გაზარდა და რუსეთის ქმედებები მსოფლიო ეკონომიკას ისევ დააზარალებს.