თბილისში მყოფი ჯეიმს აპატურაი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პირველი შეხვედრა დილით პარლამენტში აქვს დაგეგმილი. აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება - აქცენტი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე გაკეთდება.
ალიანსის მაღალჩინოსანი შეხვედრებს გეგმავს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; შეხვდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.