16 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
"როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას შენი ფეხი საკუთარ ყბებში აქვს" - ჯონსონი პუტინზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პუტინი ნიანგს შეადარა და განაცხადა, რომ არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკება შეიძლება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, პუტინის აშკარა კეთილსინდისიერების ნაკლებობის გამო, რთული იქნება იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას.

"როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას შენი ფეხი საკუთარ ყბებში აქვს. ეს ის სირთულეა, რასაც უკრაინელები აწყდებიან," - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს, ინდოეთში გამგზავრებამდე.

დღის ამბები